1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ვაქცინაცია იწყება – ამირან გამყრელიძე

საგანგებო ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ უნდა გაზარდოს პირბადის მომხმარება:

მისი თქმით, პირბადეს უნდა ატარებდეს მოსახლეობის 95%, რაც ახალი ინფიცირების რისკებს შეამცირებს.

„აშკარად გაიზარდა კულტურა პირბადეების ტარების შესახებ. ამ დროის მონაცემებით მოსახლეობის 55%-ს უკეთია პირბადე და ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი 95%-მდე გავზარდოს.

ამისთვის, შეიძლება შემოვიტანოთ მანდატორულად ყველგან პირბადის ტარების აუცილებლობა. ეს დაგვეხმარება დისტანციის დაცვასთან და პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთდ შევამციროთ ახალი ინფიცირების მაჩვენებელი:, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა უკვე საქართველოშია და ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება:

„გუშინ შემოვიდა გრიპის ვაქცინის კიდევ 77 000 დოზა და პირველ ნოემბერს კიდევ შემოვა 110 000. გუშინდელი შემოტანილი დოზები უკვე დარიგებულია პრაქტიკულად ყველგან, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში

„დღეიდან დაიწყება განსაკუთრებით ფართო რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინის გაკეთება, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ახალგაზრდა და მოზრდილი პირები, ჯარის ნაწილები, პატრულის თანამშრომლები და სხვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, საქართველოში გრიპის ვაქცინის დამატებით 40 000 დოზა, ნოემბრის შუა რიცხვებში შემოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები