0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე -ისინი, ვინც ბინაზე მკურნალობენ მათთვის აუცილებელია მეტი სითხის მიღება, მეტი მოძრაობა.. ნუ დაელოდება პაციენტი, რომ ვინმემ დაურეკოს

ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც შინ მკურნალობენ, მეტი სითხის მიღებისა და მოძრაობისკენ მოუწოდებს. 

„ისინი, ვინც ბინაზე რჩებიან არიან მსუბუქი პაციენტები. მათთვის აუცილებელია მეტი სითხის მიღება, მეტი მოძრაობა. ასევე, საჭიროა ტემპერატურის კონტროლი და ის თუ 38 გრადუსს აჭარბებს, სიცხის დამწევის მიღება. ნუ დაელოდება პაციენტი, რომ ვინმემ დაურეკოს. ყველა ადამიანს და ოჯახს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი, სასურველია პროაქტიურად, პაციენტმა თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს. ბინაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც არ არის რთული, რადგან ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი, 99% ძალიან სწრაფად, 12 დღის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდებიან და აღარ იქნებიან გადამდებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები