0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეიარაღებულმა პირებმა ხობში თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს

ხობი-ფოთის გზაზე შეიარაღებულმა პირებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი ქობულეთიდან ზუგდიდში, დამაფასოებელ ქარხანაში მიდიოდა. მიკროავტობუსში ორი პირი იჯდა.

მომხდარ ფაქტს შსს-ც ადასტურებს. უწყების ცნობით, საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრი უკვე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ავტომობილის გარდა, გამტაცებლებმა მათი პირადი ნივთებიც წაიღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები