0 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაინტერესებთ, როგორ დავძლიოთ უმუშევრობა? ეს ბლოგი თქვენთვისაა

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევრობას დაასახელებს. უმუშევრობა სიღარიბეს ნიშნავს. არავინ მოგატყუოთ რთულად გასაგები სტატისტიკური მაჩვენებლებით: პირდაპირ გეტყვით, რო ჩვენ ძალიან, ძალიან ღარიბები ვართ. უფრო კონკრეტულად: ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ბულგარეთი, საშუალოდ ჩვენზე 2-ჯერ მდიდარია.


რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი?

ვინ არის უმუშევარი? ხშირად ამ პრობლემას ადამიანების სიზარმაცეს მიაწერენ, მაგრამ ეს ზედაპირული და არასწორი შეფასებაა: ადამიანები ასე უბრალოდ არ იღებენ უმუშევრობის გადაწყვეტილებას, მის უკან მრავალი გამომწვევი მიზეზი დგას.


ერთი მხრივ ის, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა ნაკლებია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობაზე. მაგალითად: თუ ქვეყანაში გვყავს იმაზე მეტი იურისტი, ვიდრე  საჭიროა, იურისტთა გარკვეული ნაწილი უმუშევარი რჩება.

ეს კითხვაც დავსვათ: გვაძლევს კი უნივერსიტეტი სათანადო განათლებას, რომელიც დასაქმებაში გვეხმარება?

თქვენც ხომ იცით, რას ითხოვენ დამსაქმებლები ახალგაზრდებისგან?

·         უმაღლესი განათლებას

·         სამუშაო გამოცდილებას

·         უცხო ენების უმაღლეს დონეზე ცოდნას

·         პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და სხვ.

 

ცხადია, ყველას სჭირდება ასეთი თანამშრომელი, მაგრამ არის კი 18-19 წლის ადამიანისგან 2-წლიანი გამოცდილების მოთხოვნა ადეკვატური? სწორედ ამ მიდგომის გამო, საქართველოში ყოველი მესამე ახალგაზრდა უმუშევარია, რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, კატასტროფული მაჩვენებელია: არ მუშაობს ის, ვისაც მუშაობისთვის ყველაზე მეტი ენერგია და რესურსი აქვს. 


როგორ, როდის და საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა ახალგაზრდამ?


ისე არ გამიგოთ, თითქოს ვამბობდე, რომ გამოუცდელი კადრი კომპანიის მმართველ ძალაში უნდა იყოს. მთავარი არის ის, რომ ახალგაზრდებს დაბალი საფეხურიდან დაწყება და ნელ–ნელა განვითარება შეეძლოთ.

“ლელო“ ყველა სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას, სწავლის დასრულებისთანავე, ქვეყანაში არსებულ წამყვან კომპანიებში გაიარონ 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. იმ შემთხვევაში, თუკი 6 თვის შემდეგ თანამშრომლობა გაგრძელდება, კომპანია 1 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.

ხვდებით, რამდენ მხარეს აძლევს ეს მოდელი სარგებელს? კმაყოფილია სტუდენტი, რომელიც დასაქმდა. კმაყოფილია კომპანია, რომელმაც ახალი, ახალგაზრდა კადრი შეიძინა. კომპანია კმაყოფილია იმითაც, რომ 1 წლის განმავლობაში, მისი მოგება კიდევ უფრო მეტი იქნება. შედეგად, „კმაყოფილია“ ქვეყნის ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება და ოჯახებში გაცილებით ნაკლები პრობლემა დგას, ვიდრე დღეს.

შედეგი
კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ  ეკონომიკის სიძლიერე დამოკიდებულია წარმატებულ საზოგადოებაზე. წარმატებული საზოგადოების შექმნა კი ახალგაზრდებზე ორიენტირის აღების გარეშე გამორიცხულია. სწავლა, განვითარება, გამოცდილება და ფულის დახარჯვის უფრო და უფრო მეტი საშუალება - სწორედ ეს შექმნის საქართველოში უკეთეს მომავალს და სწორედ ეს მიდგომა გამოიყვანს ქვეყანას იმ „მარადმწვანე“ პრობლემისგან, რომელსაც უმუშევრობა ჰქვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები