0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სწავლის პროცესისადმი მდგომის გადახედვა არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

იმის მოლოდინი გვქონდა, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები იქნებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2"-ის ეთერში განაცხდა.

„სკოლებთან მიმართებით, იმიტომ გვქონდა გეგმა ჯერ დაწყებულიყო დაწყებითი კლასები და შემდეგ დაგვემატებინა სხვა კლასები და ჩაგვერთო უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებში სასწავლო პროცესი. ამასთან მიმართებაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორი მართვაა და ეფექტურიც, ვინაიდან ხდება შემთხვევების დროული გამოვლენა. შრომის ინსპექციის აქტივობიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახდენენ ღონისძიების მყისიერ განხორციელებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციას აქვს შეფასებული ყველა ის ობიექტი, სადაც სწავლა განახლდა.

„თუ არის ლოკალური გავრცელება, მაშინ ჩვენ ვახდენთ კლასის იზოლირებას და ხდება იქ დამუშავების შესაბამისი პროცედურები და უკვე ამის შემდეგ იწყება სწავლის განახლება ამ კლასში. სწავლა ასევე ნარჩუნდება ონლაინ რეჟიმში", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს არაა იმის საჭიროება, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები