0 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცნობილია მძღოლის ვინაობა, რომელმაც 16 წლის გოგონა და მისი ძაღლი ადგილზე მოკლა - იმ ღამეს სხვისი მანქანით გასეირნება გადაწყვიტა

28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა, არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა. მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილი გოგონა 16 წლის ელენე ბაშარულია, მძღოლი კი, რომელიც ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონას დაეჯახა გრიგოლ ჯუდაშვილი. ის ავტომანქანების ბაზრობაზე მუშაობდა და იმ საბედისწერო ღამეს სხვისი ავტომობილით გასეირნება გადაწყვიტა. ერთ-ერთ ქუჩაზე კი გოგონას დაეჯახა.

ელენე ბაშარული თვეების იყო, როდესაც დედამ მიატოვა და მას მამიდა ზრდიდა. რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ელენეს დედობა მამიდაშვილმა, მარიამ ბაშარულმა, იტვირთა. ელენე მას დედას ეძახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები