0 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ნაყოფი დაკარგა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა საუბრისას აცხადებს, შემთხვევა გუშინ მოხდა.

მისი განცხადებით, ინფიცირებული ფეხმძიმე კლინიკაში პირველ ოქტომბერს მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

"გუშინ დილით შევამოწმეთ და ნაყოფის გულისცემა კარგი იყო, საღამოს განმეორებით შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ბავშვის გულისცემა არ დაფიქსირდა", - აცხადებს ნუგზარ პაპავა.

ბათუმის სამშობიარო სახლში სამედიცინო სასამართლო ექსპერტები იმყოფებიან და ნაყოფის დაღუპვის მიზეზებს ადგენენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები