0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორში ბავშვების ინტოქსიკაცია ვირუსულმა ინფექციამ, „ნოროვირუსმა“, გამოიწვია – კვლევის შედეგები ცნობილია

გორში ბავშვების ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული, რაც ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნაწლავური ვირუსული ინფექცია ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც ძირითადად, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, ამოწურულია. ცნობილი გახდა იმ ვირუსოლოგიური კვლევის შედეგიც, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგებით, ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, –  განაცხადა ლია ლაზარაძემ.

ბოლო სამი დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ინტოქსიკაციის სიპტომებით ათეულობით ბავშვი შეიყვანეს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები