0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფოთის COVID ცენტრის 3 მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთის COVID ცენტრის 3 მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათ ვირუსი გეგმიური კვლევის დროს აღმოაჩნდათ. COVID კლინიკა ამ დროისთვის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

"გეგმიური გატესტვის დროს სამ ექთანს ამოუვიდა დადებითი პასუხი. ორი ფოთელია, ერთი სუფსიდანაა. სამივე უსიმპტომოა და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. დღეს გვყავს 19 კოვიდ პაციენტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა," - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები