0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში ვენახი გაშენდა

30 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით, ყვარელში, სოფელ ჭიკაანში, 5 ჰა-ზე საფერავის ჯიშის ვენახი გაშენდა. ი/მ ნაისი ხვედელიძემ საქმიანობა 2019 წლის ნომბერში დაიწყო.  ვენახების გაშენება უკვე დაასრულებულია და 70 ტონა მოსავლის მიღებას მეწარმე 2021 წლის შემოდგომაზე ელის.  მოყვანილი ყურძნის რეალიზაციას კი ადგილობრივ ღვინის მარნებში გეგმავს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 155,000 ლარია, საიდანაც საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 100,000 ლარს შეადგენს.  პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე  10 ადამიანია დასაქმებული.   

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით სოფლის მეურნეობის დაფინანსებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით ყვარელში, ქინძმარაულის ზონაში, 5-ჰა ტერიტორიაზე ვენახი გაშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები