0 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 28 წლის ქალი თვითმკვლელობისგან იხსნა – “მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა”

ვარჯიშიდან შინ მიმავალმა რუსთაველმა შაკო ქუსიკაშვილმა შემთხვევით დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინა და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანა.

“ვივარჯიშე და პარკიდან რომ ამოვდიოდი მეგონა, მეთევზე იყო, რადგან ხშირად დგანან ხოლმე აქ. რომ მივუახლოვდი მერე დავინახე, რომ გოგო იყო.

თვითონაც დაძაბული იყო, მეც დავიძაბე, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დავინახე, რომ ტელეფონი და საფულე მოაჯირზე ედო და გადახტომას აპირებდა. მეც რომ მივუახლოვდი შეეშინდა, მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა, მერე უცებ ქალბატონები მოვიდნენ და დამეხმარნენ, რომ გადმოგვეყვანა. შემდეგ დავამშვიდეთ კიდევაც”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” შაკო ქუსიკაშვილმა.

ახალგაზრდა გოგო მძიმე ემოციურ და შოკურ მდგომარეობაში იყო. სუიციდის მცდელობა კი პირადი პრობლემების გამო ჰქონდა.

“ინფო რუსთავი”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები