მსოფლიო
ბილ გეითსმა ჩიპები გამომიგზავნა, რომ ხალხი დავჩიპო – პაატა იმნაძე
2020-09-14 13:56:51
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გადაცემაში „პირადი ნივთები“ სახალისო ისტორიებს იხსენებს.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში პანდემიიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი სცნობს და დედებითად ხვდება. ისინი მადლობას უხდიან გაწეული სამსახურისთვის და როგორც თავად ამბობს, გულის ამაჩუყებელი მომენტია, როდესაც სრუალიად უცნობი ადამიანი გაწეულ სამსახურს უფასებს და მადლობას უხდის.
როგორც თავად აღნიშნავს, დადებით კომენტარებთან ერთად მრავლადაა სოციალურ ქსელში უარყოფითი კომნეტრაები.
„ეს ძირითადად გარკვეული ჯგუფებისგან მოდის, მაგრამ არის ისეთიც რომელსაც მართლა ეშინია დაჩიპვის. ბილ გეითსის ძმაკაცი ვგონივარ და სჯერათ, რომ საქართველოში ხალხისდაჩიპვას ვაპირებთ“, – ამბობს იმნაძე.
კომენტარები