საზოგადოება
აჭარაში პოლიციის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-14 12:01:28
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შსს-ს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.
უწყების ცნობით, სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები