0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი შემთხვევებიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.

„ქვეყანაში იყო 2227 შემთხვევა, დაგვემატა 165 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 2392 შემთხვევა. 165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი 109, თბილისი 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – ცხრა, ქვემო ქართლი, გარდაბანი – ცხრა, შიდა ქართლი, გორი – ექვსი, კახეთი გურჯაანი – ექვსი, გურია-ოზურგეთი ოთხი, იმერეთი-ქუთაისი – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაში გამოვლინდა, შესაბამისად, ბათუმი საყურადღებო ზონად რჩება.

„ბათუმში დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა და მათი მოვლა შესაბამისი რეგულაციებით“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები