მსოფლიო
აქცია საფრანგეთში - ემიგრანტები “ლელოს” მხარდასაჭერად
2020-09-13 12:29:13
“ლელოს” მასშტაბები დღითიდღე იზრდება, პარტიის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად დადებითი ხდება. ამის ნათელი დადასტურებაა საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ, კვირას, 13 სექტემბერს, 15 საათზე, ქალაქ riems -ში, მთავარ მოედანზე, “ლელოს” მხარდამჭერ აქციის დაანონსება.
ემიგრანტები აქციას “ლელოს” მხარდასაჭერად და ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაცვლელად გეგმავენ.
ინფორმაციას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები - ზაურ გურგენიძე და კახაბერ ცხადაძე ავრცელებენ.
ემიგრანტები თვლიან, რომ “ლელო” ემიგრანტებისთვის იმედია.
“ვისაც გსურთ სასიკეთო ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში - განვითარებული ეკონომიკა, მოწესრიგებული სამართლებრივი სისტემა, დაცული ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევნები და სახლში დაბრუნების პერსპექტივა, შემოგვიერთდით, “ლელო” ემიგრანტების იმედია,”-ნახსენებია ინფორმაციაში.
კომენტარები