1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცესკოს, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია.

როგორც “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის დროულად მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ და მათ შესაძლებლობა მიეცეთ ჩაატარონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნას ისეთი პირობები, რითაც პოლიტიკურ პარტიებს მისცემს ყველა შესაძლებლობას კამპანია ჩაატარონ სრულყოფილად. პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარ ამომრჩეველს და დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის შესახებ.“- განმარტა თევზაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია დაიცვას ყველა პოლიტიკური პარტიის უფლებები და მისცეს გარანტიები, რომ მათი მხრიდან ისინი თანაბარ მდგომარეობაში იქნებიან ჩაყენებული.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საარჩევნო სუბიექტს უნდა განესაზღვროს რიგითი ნომერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები