1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცაგერის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. შესვლა და გამოსვლა PCR ტესტირების პასუხების გარეშე აიკრძალა ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში.

გუბერნატორის მოვალეობის შემარულებლის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, ვინაიდან კონტაქტების წრე ფართოა და მათი დადგენის პროცესი მიმდინარეობს, სოფლების ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება დადგა.

ამ დროისთვის 350 მდე ადამიანია გატესტილი და ეპიდემიოლოგები მუშაობას განაგრძობენ. სოფლებს გახსნამდე სურსათითა და მედიკამენტებით სადისტრიბუციო კომპანიის მანქანები მოამარაგებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაშია 60 მოქალაქე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები