1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში

9 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარედ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ზუგდიდს ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. 

“ლელოს” თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში დღეს არის გარდამტეხი მომენტი. ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, თუ სად გვინდა ვიყოთ ხვალ. 

“ვიყოთ ღატაკები, თუ წარმატებულები, ამ არჩევანს ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, XXI საუკუნეში იდგეს იქ, სადაც დღეს დგას. ჩვენ 30 წელი ვიარეთ იმისთვის, რომ რა შეცდომებიც დავუშვით, იგივე არ დავუშვათ და წინ ვიაროთ, წარმატებისკენ. 

რაღაც პერიოდი ალბათ სხვა სამყაროში ვცხოვრობდი, ვაშენებდი კომპანიებს, სამუშაო ადგილებს ვქმნიდი და ალბათ ის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენთან არსებობს, გამომრჩა. რაც დღეს ხდება, რა პირობებშიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს ცხოვრება, არის სირცხვილი და ეს უნდა გამოვასწოროთ. 

მოვდივარ კომბინატის დასახლებიდან და ამ მაგალითს ვყვები მათზე, მე დღეს ჩემი სახელით ყველას ბოდიში მოვუხადე, რადგან  ამ მდგომარეობაში ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ამას მივეჩვიეთ ან მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს უნდა შევცვალოთ, ფუნდამენტურად. რეალურად “ლელოს” მარშალის პროგრამა საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმაა და მე ამას გპირდებით, რომ ამ გეგმით 4 წელში ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. აუცილებლად ავამოქმედებთ ანაკლიას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გააჩერა, რათა დავასაქმოთ ხალხი. ივანიშვილს კი ვეტყვი, რომ მე გამოვედი ყველანაირი კომფორტის ზონიდან და ივანიშვილს შანსი აქვს ნული, რომ ვინმე დააშინოს საქართველოში. ვაფრთხილებ სუსს და სხვა პროვოკატორებს, რომ ვერ შეგვაშინებთ, ვერც მე და ვერც ჩემს გუნდს, რადგან “ლელო” ახალი რეალობისთვის იბრძვის”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, ანაკლია არის გზა, რომელიც ღირსეულად დაგვაბრუნებს აფხაზეთში. ამის გაკეთება კი მხოლოდ “ლელოს” შეუძლია. 

“მე არ მინდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ჩემს მეგობარს ჩემს გვერდით დგომის ეშინიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ოპონენტი ვარ. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვაშენებდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ ძლიერი პარტიის გვერდით, რომელიც ანაკლიის პროექტის მეშვეობით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში ღირსეულად დაგვაბრუნებს”- აცხადებს ბელქანია. 

მოსახლეობის წინაშე სიტყვით “ლელოს” დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია წარსდგა და ადგილობრივებს განუმარტა, თუ რა გაუსაძლის პირობებში აცხოვრებს “ქართული ოცნება” ადამიანებს. 

“31 ოქტომბერს იმ ჭაობიდან გამოვალთ, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩასვა. ხოლო “ლელო” იქნება ის მედროშე ძალა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან გამოიყვანს. ქვეყანაში სიდუხჭირეში მცხოვრები ხალხი არის იმ ოცნების სახე, რომლებიც ქვეყანაში სიპებს და აიპებს ქმნიან, კორუფციაში იხრჩობიან და ადამიანები სიდუხჭირისთვის ჰყავთ განწირული. ჩვენ კი პირობას ვიძლევით, რომ დაიწყება წინ მიმავალი ცვლილებები. ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი დასავლეთისკენაა და ამ გზით ვივლით,”- განაცხადა ლევან სამუშიამ.  

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა “ლელოს” სახით შემოდის იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს იმედი, რომ მომავალ თაობას ექნება განვითარების პერსპექტივა, რომ 30 წლის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ მოვახდინოთ გარღვევა და ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი ძლიერი, როგორი ქვეყნისთვისაც ვიბრძოდით. რთული ოქტომბერი გველოდება წინ, რადგან რუსული მანქანა “ქართული ოცნების” სახით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვერევიან,”- თაზო დათუნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...