1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო. პლატფორმის წევრები ყველა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

როგორც "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა , პლატფორმის მიზანია ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან, "ჩვენ უნდა შევქმნათ თანამშრომლობის ფორმატი და ვუზრუნვეყოთ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარება"- განაცხდა ურუშაძემ. როგორც სამოქალაქო პლატფორმა 20/20 - ის პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ აღნიშნა, ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ალეკო ელისაშვილს და განიხილეს საარჩევნო სუბიექტების, მოქალაქეთა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე.

"ჩვენ შევხვდებით სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც რათა ვუზრუნველყოფთ ყველა ამომრჩევლის ხმის დაცვა საარჩევნო უბნებზე, განუჩევლად მათი პოზიციისა“ - განაცხადა ფარულავამ. "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები