1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ივანიშვილს, გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები". - მედეა მეტრეველი

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი სოციალური ქსელის მეშვეობით Unicef-ის კვლევას ეხმაურება, სადაც ნაჩვენებია, რომ  საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა და ქვეყანაში ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. 

“თუ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ისევე, როგორც 2018 წელს, ამჯერადაც ენდობა Unicef-ის კვლევებს,  მაშინ პრემიერი გიორგი გახარია და მთელი ეკონომიკური გუნდი სახლში ჰყავს გასაშვები. Unicef-მა 21 აგვისტოს გამოაქვეყნა საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე ანგარიში, რომლის მიხედვით,  ბავშვების 27.6% სიღარიბეში ცხოვრობს. პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკის შემთხვევაში ეს ციფრი 37.8%-ით გაიზრდება. მიზეზი ბევრია - პირველ რიგში, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები და გაჩერებული ეკონომიკა, რომლის ამუშავების კონკრეტული გეგმა საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. სოციალური დახმარებები იყო 4 თვით დაგვიანებული, თვითდასაქმებულების დიდმა ნაწილმა, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ვერ მიიღო კომპენსაცია, 

განსაკუთრებით დაუცველები აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც პროგრამები არც კი შეეხო,- აცხადებს მეტრეველი. 

“ლელოს” ლიდერი და პარტია მოუწოდებს  მთავრობას, თვითმართველობების და სოფლების დონეზე მოახდინოს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების და ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირება და ანტიკრიზისული სოციალური დახმარების პროგრამებში მათი ჩართვა, რომ არც ერთი ოჯახი და ბავშვი, რომელიც შიმშილის პირას არის, არ დარჩეს სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, შეწყდეს მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში შერჩევით ჩართვა და მათზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება. ნუ გამოიყენებთ პანდემიას ადამიანებზე ზეგავლენის იარაღად და ნუ სარგებლობთ ასე უღირსად მოსახლეობის გაჭირვებით,”-წერს მედეა მეტრეველი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები