საზოგადოება
"პარაგრაფში" მყოფს ვირუსი თბილისში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა
2020-09-08 17:35:09
პირი, რომელიც გარკვეული პერიოდი სასტუმრო "პარაგრაფში" მუშაობდა, კორონავირუსით დაინფიცირდა.
"პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დრობით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.
აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან პირდაპირ შემხებლობაში უტარდებათ ტესტირება და ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში.
სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, სასტუმროს ახლადნელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მიეწოდებათ ინფორმაცია" - განმარტა სასტუმროს წარმომდაგენელმა თამუნა ჯიჯიხიამ.
კომენტარები