1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დრონის კადრებში შემთხვევის ადგილი არაა დაფიქსირებული, სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილმა გაიარა"

ადვოკატის განცხადებით, ვიდეომასალაში არ ჩანს ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს.

როგორც რამიშვილმა ჟუნალისტებს განუცხადა, დრონით გადაღებულ კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.

“ჩანაწერები არის გაკეთებული 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. სულ არის გაკეთებული 9 ჩანაწერი. გადაღებულია 62 სურათი. ყველაზე დიდი მასალა არის 21 წუთიანი. შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული, გაურკვეველი ტყე, რკინიგზის ტერიტორია. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. ალბათ, რამდენიმე კილომეტრის იქით ეძებდნენ, რაღაც სოფლები არის დათვალიერებული. არაფრის მომცემი კადრები არ არის. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა.

მივყვებით ახლა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, ჩვენებების გაცნობას და ველოდები სატელიტიდან სურათებს 18-22 ივლისამდე შემთხვევის ადგილზე გადაცემული კოორდინატებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდეს, იდგა თუ არა იქ თამარის ავტომობილი”, - განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები