საზოგადოება
აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-09-07 12:24:42
აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აქედან მხოლოდ ორის ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ.
„აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევაა, უმრავლესობა არის დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს, რათა კონტაქტები დადგინეს. კარვებსა და პოლიკლინიკებში ტესტირება შაბათ - კვირასაც მიმდინარეობდა, თუმცა კლების რეჟიმი აღინიშნება. მხოლოდ კარავში 400-მდე ტესტი ავიღეთ, ხოლო კლინიკებში 180-მდე. ქორწილთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი პირი არის, მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
კომენტარები