1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინი აღარ მოუწევთ – ეს საკითხი მალე გადაწყდება”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ გადაიხედება რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გავლა უწევთ:

“ვიცი, რომ ამ დიფერენცირებაში არის უხერხული მომენტი და ამაზე ვმუშაობთ ახლა. მიმდინარეობს მუშაობა ამ რეგულაციის გადახედვაზე, მაგრამ პირველ ეტაპზე ეს საჭირო იყო. თვითიზოლაციაში, სადაც მიდიოდნენ უცხოელები და ჩვენი თანამემამულეები, ყველა დარღვევა იყო ჩვენს თანამემამულეებში. უცხოელებს არცერთი დარღვევა არ ჰქონიათ.

მე ქართველი, რომელიც ვცხოვრობ გერმანიაში, ჩამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელ ჩემს სანათესაოსთან მივდივარ. რისკი ინფიცირებისა მეტია, თუმცა ამის მოვლა სხვანაირადაც შეიძლება დღეს, როდესაც გაფართოებული გვაქვს ტესტირება. ეს უხერხული საკითხია, რომელიც უნდა გადაწყდეს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები