1 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა მომიყვა, რომ ორჯერ სცადა სუიციდი – ვიგრძენი რომ მენდობოდა” – დეა კაპანაძე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე „რუსთავი2“-თან საუბრობს:

“რატომ რის გამო დამადანაშაულეს აზრზე არ ვარ, უბრალოდ მართლა ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ფსიქიკაზე, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მიმექცია ყურადღება.

მესმის რომ შვილი ჰყავს მკვდარი, ჰგონია რომ ვიმალები, მაგრამ რაც ვიცოდი, პოლიციაში ვთქვი, ყველა პატარა დეტალიც გავიხსენე, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს.

არ შემიცვლია 5-ჯერ ჩვენება, იყო მაგალითად, რომ პირველი 2 დღე არც კი ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მკვდარი სადმე გვენახა, ვფიქრობდით, რომ ვიღაცამ მოიტაცა ან რაღაც მსგავსი.

დავაფიქსირე ჩვენებაშიც, რომ თავის მოკვლა ან მკვლელობა გამორიცხული რაღაცაა, მერე გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ სხვანაირად დავიწყე ფიქრი.

5-ჯერ ნამდვილად არ შემიცვლია, უბრალოდ გარემოებები იყო ისეთი, რომ სხვა და სხვა უწყება მკითხავდა და ყველას ჰქონდა სხვადასხვა კითხვები და სხვადასხვა კითხვებზე სხვადასხვა პასუხები იყო.

3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ თამუნამ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,” 

დეა კაპანაძის ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი საღამოს 9:00 საათზე  “კურიერში” იხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები