1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო“ ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში „ლელოს” კანდიდატის, დეპუტატი ლევან კობერიძის თქმით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილ ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

კობერიძის განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მხრივ, რომ კორუფცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამოც დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. 

„ჩვენი, „ლელოს“ ხედვა არის სწორედ ის, რომ კორუფცია არის ყველაზე მთავარი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს მოსახლეობას უდგას არის სიღარიბე.  მოსახლების გაღარიბებას კი ის კორუფცია იწვევს, რაც ქვეყანაშია. „ლელოსთვის“, რომლის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ანტიკორუფციული სისტემური რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო  თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა, რომელსაც   ჩვენ მხარს ვუჭერთ.  ვიქნებით გარანტი, რომ 2020 წლის პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად იქნება აქტუალური დღის წესრიგში”,- განაცხადა კობერიძემ.

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თქმით საქართველოში „დაშვებული კორუფციაა“. რომელსაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები უდგანან სათავეში. 

„ქვეყანაში არის ფაქტობრივად დაშვებული კორუფცია. როდესაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები, პარტიული ელიტის მხარდამჭერები უფლებას აძლევენ თავს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს, ქვეყნის სხვადასხვა ჩრდილოვან მმართველებს მისცენ საშუალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდნენ და ხალხის ფული ჩაიდონ ჯიბეში”,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები