1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - არ ვიცით რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ბოლო დღეებში იმყოფებოდნენ ბათუმის საკონდიტრო "დონა"-ში, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდეს. მისივე თქმით, გაკეთდა 600 ტესტი და მისი პასუხები დღეს გახდება ცნობილი. "დაინფიცირებული არიან, ძირითადად, საკონდიტრო "დონას" თანამშრომლები. ჯერ ჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია "დონას" გარეთ. გუშინ საღამოს მასობრივად მოვუწოდეთ ადამიანებს, ვინც იყვნენ ბოლო დღეების განმავლობაში ამ კაფეში, შეეძლოთ მისვლა ბათუმში, კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება. 600-მდე ნიმუშია აღებული და დღეს გვექნება მათი პასუხები,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები