1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლელო უკვე არის საქართველოს პარლამენტში, პარტიას მე წარმოვადგენ - ლევან კობერიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია „ლელო“ უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს. კობერიძის თქმით, ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც იქნება ძალიან აქტიური  იმ პერიოდში, რაც არის დარჩენილი არჩევნებამდე და საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით. „ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იწყება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ. გადავდივართ რეალურად ახალ ეტაპზე,  რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვანიჭებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ ამომრჩევლებთან.

ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ქვეყანა არ გადაყვეს ორპოლუსიან კინკლაობას. მათ უნდა დაინახონ ახალი პოლიტიკური ალტერნატივები ქვეყანაში და ასეთი ალტერნატივა სწორედ „ლელოა“ " - განაცხადა ლევან კობერიძემ. „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო გეგმებზე და 5 სექტემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზეც გაამახვილა ყურადღება.  

„5 სექტემბერს იქნება პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ მთავარ თეზისზე, თუ რას გააკეთებს „ლელო“ პარლამენტში არჩევნებში გამარჯვების შედეგ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე და  არა ერთმანეთში რაღაც გარკვეულ შეთანხმება გარიგებებზე. ამ მხრივ,  რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრთან სათანამშრომლოდ ვიქნებით მზად, ხაზს ვუსვამ, ისე და ისევ ამომრჩევლის კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ მიზანს, უცვლელია.

ეს არის „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ძალიან მკაფიო პროგრამა, ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა გითხრათ, რომ "ლელო საქართველოსთვის" არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სრულად აქვს დაკომპლექტებული საარჩევნო ფრონტი, 30-ვე ოლქში მაჟორიტარების სახით და აქვს სრულყოფილი პოლიტიკური შინაარსი, აქვს ლეგალური პოლიტიკური ფინანსები იმისათვის, რომ ბრძოლა აწარმოოს გამარჯვებისთვის, ბრძოლა ადამიანებისთვის და ქვეყნის  გამარჯვებისთვის. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.  „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორიც არის ირაკლი კუპრაძე, რომელმაც ბათუმში, თითოეული ჩვენგანის ღირსება გადაარჩინა იმ ბანერის ჩამოხსნით, რომელიც შეიცავდა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას. ასეთი ადამიანები შექმნიან საქართველოს მომავალს,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები