საზოგადოება
“საქართველოს ფოსტის” ერთ-ერთ ფილიალში ქვეწარმავალი იპოვეს
2020-09-01 14:21:31
“საქართველოს ფოსტის” გურჯაანის ფილიალში ქვეწარმავალი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 1 სექტემბერს, ფოსტის შენობაში მოხდა.
ქვეწარმავალი ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მომსახურება შეჩერდა, სანამ გველი არ მოკლეს.
ფოსტაში ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ფილიალში სამუშაო პროცესი უკვე აღდგენილია.
ცნობისთვის, ფოსტის ახალი შენობა გურჯაანში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
კომენტარები