1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

დღეიდან  პენსიების გაცემის წესი იცვლება. საქართველოს მთავრობისა და "ლიბერთი ბანკის" ერთობლივი ინიციატივით, ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ რიცხვში და მომავალშიც იგივე რიცხვებში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, პანდემიისას ეს საბანკო მომსახურება პენსიონერთათვის კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მოხდეს.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება "ლიბერთი ექსპრესის" მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი მომხმარებლის კომფორტი იყო.

"მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო" - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები