1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დავაბრუნოთ“ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რეიტინგებზე ისაუბრა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, „ოცნებას“ მაღალი და მზარდი რეიტინგი აქვს, რაც მათ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის კი ბოდიშს კობახიძე წინასაარჩევნო სტრატეგიად მიიჩნევს და ამბობს, რომ სააკაშვილმა წაყენებული ბრალდებებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, რათა მან მთელი სიმკაცრით აგოს კანონის წინაშე პასუხი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები