1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს! - ირაკლი კუპრაძე

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ანტისახელმწიფოებრივ ბანერზე საუბრობს და განმარტავს, რომ მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს. 

მისი თქმით, საბანერე კონსტრუქციის  მეპატრონე მოტყუებულია, რადგან მან ბანერის შინაარსი არ იცოდა. ხვალიდან კი კონსტრუქციაზე, კანონის სრული დაცვით, ერთიანი საქართველოს რუკა განთავსდება.

“გუშინ ჩამოვხსენით პატრიოტთა ალიანსის პირველი ანტისახელმწიფოებრივი ბანერი. გუშინვე გავიცანი, გურამ ბოლქვაძე, რომელიც ბანერის კონსტრუქციის მეპატრონეა. სამწუხაროდ, ის მოტყუებული დარჩა და არ ჰქონდა წარმოდგენა პოსტერის შინაარსზე, მას ამაში არავინ არ უნდა ადანაშაულებდეს.

გუშინ, როგორც კი მივედი და ვესაუბრე, ავუხსენი მდგომარეობა, თანხმობა განაცხადა პოსტერის მოხსნაზე. საბანერე კონსტრუქცია დღემდე უკანონოდ იდგა, შესაბამისად, უკანონო იყო მასზე გაკრული ბანერი, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და ნებართვის გარეშე. საბედნიეროდ, გამოჩნდა არქიტექტორი, რომელიც დაეხმარა ბატონ გურამს დოკუმენტების შეგროვებაში.

ხვალიდან, ეს საბანერე კონსტრუქცია კანონიერი იქნება და შესაბამისი პროცედურების დაცვითა და ხელშეკრულებით, ანტისახელმწიფოებრივი ბანერის ნაცვლად, ერთიანი საქართველოს რუკა დაამშვენებს! მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არასდროს არ უნდა იყოს,”- წერს სოციალურ ქსელში კუპრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები