მსოფლიო
31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2020-08-30 22:59:16
ვერძი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში თქვენი მთავარი დამხმარე სიმტკიცე და პრინციპულობა იქნება. შესაშურად შრომისმოყვარე ხართ და გასაოცრად ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. ახალი საქმის დაწყებისას უკან ყურებას ერიდეთ. სირთულეებს ნუ შეუშინდებით და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ახლობელი ადამიანების მოთმინებით ბოროტად ნუ ისარგებლებთ.
კურო
მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. დაბნეულობა და პესიმიზმი სიტუაციის რეალურად შეფასებაში ხელს გიშლით. ეცადეთ დამშვიდდეთ და ემოციები აკონტროლოთ.
ტყუპები
შესაძლოა, დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვენს ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც მუშაობის დაწყებამდე ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინონ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ტრავმები და არაკეთილმოსურნეებთან დაპირისპირება. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
კირჩხიბი
რაღაც ახალმა ინფორმაციამ შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. პესიმიზმი და შინაგანი დაძაბულობა საშუალებას არ მოგცემთ, რომ ვითარება რეალურად შეაფასოთ. საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე, ეცადეთ დამშვიდდეთ და ემოციები აკონტროლოთ.
ლომი
ამ დღეს მეგობრების რჩევებზე და გამოცდილებაზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ეცადეთ, პარტნიორებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს გადაჭარბებული მზრუნველობა არ გამოიჩინოთ – არასწორად გაგიგებენ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კამათი, რომელიც შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს.
ქალწული
ახალი საქმის დაწყების წინ უკან ნუ მიიხედებით და მოსალოდნელ სირთულეებს ნუ შეუშინდებით – სამსახურში, სიყვარულსა და შემოქმედებაში წარმატება გელით. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი დაინახოთ – გლობალურ ამოცანებს ნუ დაისახავთ და სასურველს რეალობად ნუ მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იღბალი ზურგს გაქცევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები – როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. კომერციულ საქმიანობაში წარმატება გელით. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროც იპოვოთ. გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო წარმატებისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. ქალებს ახალი ნაცნობობა ელით, რომელიც სასიამოვნო წუთებს პირდებათ.
მორიელი
ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ – პარტნიორებისა და ახლობლების მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის მოგვარება შეძლოთ, თუმცა იმის გამო, რომ ცხოვრების ოცნება ვერ აისრულეთ, თავს იმედგაცრუებულად გრძნობთ. შესაძლოა, პარტნიორის მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები გაქვთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს მომავალზე და გრძელვადიან გეგმებზე გავლენას მოახდენს. ზედმეტად ნუ იაქტიურებთ – დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი მუშაობაში სერიოსულ შეცდომებს გამოიწვევს.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების მიმართ თქვენი პასუხისმგებლობა წარმატებას მოგიტანთ. ბედის მოთმინებით ბოროტად ნუ ისარგებლებთ – ის უსაზღვრო არაა.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მერწყულებისთვის. ამ დღის დევიზია – დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. ვარსლვლავები გირჩევენ, მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებთან იურთიერთოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კერძო ბიზნესის ორგანიზებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. გეგმაზომიერი მოქმედებები მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ. შეგიძლიათ თავს მისცეთ ქალაქგარეთ დასვენების და გარემოს შეცვლის უფლება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე.
კომენტარები