საზოგადოება
"ლელო საქართველოსთვის" ერთ ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის ახალ რეგულაციას და მის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს.
2020-08-27 16:01:56
"დღეს, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას, ქნ. მინისტრი კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ბარიერს უქმნის ადამიანებს, ვისაც სურთ ყავდეთ შვილი.
რისკენ გვიბიძგებს იუსტიციის მინისტრი თავისი ახალი რეგულაციით? ფიქტიური ქორწინებისკენ. თუმცა ეს ხომ ოცნების ჩვეული სტილია - ფიქცია, ტყუილი, ადამიანებისთვის პრობლემების შექმნა, არჩევანის წართმევა.
პ.ს. აქამდე მხოლოდ ქალების უფლებების დარღვევებზე ვსაუბრობდით - ეს ხომ ჩვეული თემაა ჩვენს საზოგადოებაში.
კაცებო, ახლა თქვენი უფლებებიც ირღვევა! თუკი თქვენ არ ხართ ქორწინებაში, მაშასადამე არ გეყოლებათ შვილი. მორჩა და გათავდა. ასე უნდა ქალბატონ მინისტრს."- აცხადებს სოფიო შამანიდო
კომენტარები