1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?"(ფოტო)

 შატილის გზაზე, სოფელ ბისოში, სადაც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სამძებრო სამუშაოები უკვე დასრულდა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და საზოგადოებას კიდევ ერთ დეტალს უზიარებს.

“13 იანვრის ფოტოზე თქვენ ხედავთ ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსის სავარძლების რაოდენობას ინსპექტირების დროს, რომლის ქარხნული სტანდარტია 15+1 დასაჯდომი ადგილი. აქ ჩანს 13 ადგილი, ამას ემატება წინა 3 სამი ადგილიც, სულ 16. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაშია!

ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?

 გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მიკროავტობუსები ინსპექტირების გავლის მიზნით, ხსნიან მანამდე კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს და ინსპექტირების გავლის შემდეგ ისევ ამატებენ სკამებს, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრების სიცოცხლეს! ამას აკეთებს მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! სად არის ამ დროს სახელმწიფო?

 ეს იცის ყველამ! პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც კანონებს წერს და ვისი პასუხისმგებლობაცაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეს იციან პოლიციაშიც! ეს იციან მათაც, ვისი კომპეტენციაცაა ევროდირექტივების დანერგვა! ეს იციან ავტოსადგურებმა და მათმა ზედამხედველმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროდან. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით!” – წერს მესხიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები