მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც ინფიცირებულია
2020-08-25 11:25:11
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც ინფიცირებულია.
„დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულნი. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები