1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სვანეთიდან 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

"ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაში მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო ადგილზე მყოფი მოქალაქეების ესკორტირება თბილისსა და ბათუმში მდებარე საკარანტინო ზონების მიმართულებით. ზემო სვანეთიდან ტურისტების მიმდებარე რეგიონების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანის და ადგილზე გადაკეთებულ საკარანტინო სივრცეებში მათი განთავსების საკითხების დროულ მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანას. საჭიროების შემთხვევაში სვანეთსა თუ ახლომდებარე რეგიონში საკარანტინო სივრცეები დაემატება. ამ ეტაპზე სვანეთში საკარანტინო ზონისთვის შერჩეულია შემდეგი სასტუმროები: ბანგურიანი, თეთნულდი, ჩუბუ, ელიტჰაუზი, პლაზა მესტია, ოლდჰაუზი, ფოსტა, სვანსეტი, სვანეთი, უშბა, რივერსაიდი, სანთაუერი, სანსეტ ტერასა, ნინო რატიანი, გერა, დავით ჟორჟოლიანი, მანონი, ბაპშა, შალე, ელტური. ამ სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში სულ 340 ნომერია, საიდანაც 182 ოთახი დაკავებულია, ხოლო 158 თავისუფალია. ამჟამინდელი მონაცემებით სვანეთში 128 მოქალაქე მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონებში სხვადასხვა სასტუმროებიდან გადაიყვანეს, 215 ადამიანი კი დარჩა არსებულ სასტუმროებში, რომელიც საკარანტინო ზონად გადაკეთდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...