საზოგადოება
ვებომეტრიქსმა საქართველოს უნივერსიტეტების ონლაინ-რეიტინგი გამოაქვეყნა
2020-08-07 18:02:14
ივლისის ბოლოს, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ორგანიზაციამ, ვებომეტრიქსმა, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი რედაქცია გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ვებომექტრიქსი იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებადობას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ივლისის მონაცემებით, ვებომეტრიქსში ასახულ 67 ქართულ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებს შორის პირველ ადგილზე ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც მეორე ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსდევს.
კვლევის თანახმად, საქართველოში მოქმედი კერძო უნივერსიტეტებიდან რეიტინგით პირველ ადგილს კი საქართველოს უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც 67 ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან მე-6 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ვებომეტრიქსის რეიტინგს მადრიდში მდებარე ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭო ამზადებს, რომლის რეიტინგი 2004 წლიდან ქვეყნდება.
უნივერსიტეტების რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.webometrics.info/en/Europe/Georgia%20?page=0
კომენტარები