საზოგადოება
'ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა" - კახა კალაძე
2020-08-05 11:58:07
თბილისის მერი, კალხა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.
„მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა კალხა კალაძემ.
კახა კალაძემ თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.
„როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.
ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.
ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები