საზოგადოება
"ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი.... სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა.....ბავშვი კვდებოდა"- გოგი თოფაძე
2020-08-05 10:43:55
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან შეხვედრას აპირებს.
"ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი... იმ დროს პოლიციაში ვიყავი და ჩემი დაკითხვა მიდიოდა. ვუთხარი, საღამოს დამირეკეთ, სახლში ვიქნები-მეთქი, ვიცნობ ამ ქალბატონს, რა უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა? პოლიციაში ის ვთქვი, რაც იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა. მეგონა, ბავშვი კვდებოდა, გამწარებული ვიყავი და რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრალი.
რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? პირველი 2 დღე გიჟად ვიყავი და ის დავწერე, რაც რეალურად ვიცოდი. ვიცნობ დედამისს, კარგი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა? მე რაც პოლიციას ვუთხარი, ის არ ითვალისწინებს 15 წელს, მაქსიმუმ 3 თუ 4 წელს. ვნახავ იმ ქალბატონს, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება...
ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სადღაც მენახა, იქნება მომეკლა კიდეც, მაგრამ ახლა ლევანი უკეთესობისკენაა და სიფიცხემ გადამიარა. მთვრალი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოსწონდა, ჩემსას იმ ქალთან ურთიერთობა არ ჰქონია, მაგრამ ჟვანიას რა და როგორ მოეჩვენა, არ ვიცი. ყველანი, ვინც იქ იყვნენ, ლევანიკოს თანაკლასელები არიან, ის გოგონაც. შევხვდები დედამისს, დაველაპარაკები... რომ გავიგე 15 წელიო, შემეცოდა, კაცო, ის ბიჭი და დედამისი", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
კომენტარები