მსოფლიო
ვინ არის ვინმე ბაჩანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩნდება, გარდაცვლილის დედისთვის ეჭვებს აჩენს
2020-08-04 23:31:53
დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ბაჩანა პირველად თამარ ბაჩალიაშვლის გასვენების დღეს, მისმა ნათესავმა მიიყვანა. ამის შემდეგ კი კონტაქტი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ინტერნეტის საშუალებით ჰქონდა.
“წუხელ საღამოს, რომ უკვე გადავწყვიტე საელჩოსთან შეხვედრა, მომწერა რას შვები, როგორა ხარ, რას აპირებო. რომ ვახსენე ამერიკის საელჩოსთან უნდ გავმართო აქცია, FBI-ი რათ გინდა, რას გაარკვევსო...მე ვუთხარი მოგზავნილი ხო არა ხარმეთქი, აქეთ მწერს, იქნებ შენ ხარ მოგზავნილიო...მე მგონი შემოგზავნილი და შემოგდებული ვიღაცაა" ამბობს თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ წაშალა სოციალური ქსელიდან თამაზაშვილმა ვინმე ბაჩანა.
ბაჩალიაშვილის დედა ასევე ყვება, რომ გასვენების შემდეგ ბაჩანამ "მესენჯერის" საშუალებით შვილმკვდარ დედას თამართან ერთად, 19 ივნისს გადაღებული ფოტოები გაუგზავნა და მიწერა, რომ მათ, თამარის დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.
კომენტარები