საზოგადოება
კახეთში 11 და 14 წლის ბიჭებს ეძებენ
2020-07-28 13:17:28
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 11 და 14 წლის ბიჭებს ეძებენ. სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები მოზარდები, რომლებიც მეზობლები არიან, სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვების დაკარგვის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები: „რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, თბილისში აპირებდნენ წასვლას, თუმცა ან ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს".
პოლიცია და მაშველები ამ დრომდე ეძებენ მესტიიდან 19 ივლისს დაკარგულ 13 წლის ბიჭსაც.
კომენტარები