1 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 წლის ბიჭი 160 წლის მამაკაცის სხეულით

ჩამოტვირთვა

20 წლის ბიჭს 160 წლის მამაკაცის სხეული აქვს. დინ ენდრიუ პროგერიას სინდრომით არის დაავადებული და ნორმალურ ადამიანთან შედარებით, 8-ჯერ უფრო სწრაფად ბერდება. ენდრიუს მსგავსი დაავადება, სხვადასხვა დროს, მსოფლიოში 74 ადამიანს გამოუვლინდა. დინი პროგერიას სინდრომის მატარებლებს შორის მეორეა, ვინც გადარჩა. დაავადების დიაგნოზი ექიმებმა 7 წლის ასაკში დაუსვეს. მაშინ მოზარდის ორგანიზმი 41 წლის ზრდასრული ადამიანის მსგავსად ვითარდებოდა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ როდესაც ენდრიუ თინეიჯერობის ასაკს მიაღწევდა, გადაადგილებას ვეღარ შეძლებდა. თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლდა, ვინაიდან მოზარდი სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევდა. ცურვა და ფეხბურთი მისი გატაცებები იყო და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაშიც იღებდა მონაწილეობას. დინის ახლობლები ცდილობენ, ენდრიუს დარჩენილი სიცოცხლე მაქსიმალურად გაულამაზონ. ექიმებს იმის თქმა უჭირთ, რამდენ ხანს იცოცხლებს ახალგაზრდა 160 წლის მამაკაცის სხეულით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები