2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმები ექვსფეხიანი ახალშობილის გადარჩენას ცდილობენ

ჩამოტვირთვა

პაკისტანელი ექიმები ექვსი კიდურით დაბადებული ახალშობილის გადარჩენას ცდილობენ. კარაჩის ბავშვთა ჯანმრთელობის კლინიკის დირექტორ ჯამალ რაზას განცხადებით, ახალშობილს ბიოლოგიურად ორი ფეხი ეკუთვნის, დანარჩენი ოთხი კიდური მისი ტყუპისცალისაა, რომელიც მუცლადყოფნის დროს ბოლომდე ვერ განვითარდა. ახალშობილი უკვე ერთი კვირისაა და სამედიცინო პერსონალის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პაკისტანელი ექიმები უცხოელ გამოცდილ ქირურგებთან ერთად ბავშვისათვის ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ქირურგიული ჩარევა კარგად ჩაივლის და ახალშობილის ორგანიზმი ნორმალურად განვითარდება. პაკისტანის მედიცინის ისტორიაში, ეს ექვსკიდურიანი ბავშვის დაბადების პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები