0 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარკოზი უარყოფს, რომ კადაფიმ წინასაარჩევნო კამპანია დაუფინანსა

ჩამოტვირთვა

ნიკოლა სარკოზი მუამარ კადაფისგან ფულის მიღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ცნობებს იმის შესახებ, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიას კადაფი აფინანსებდა, სასაცილო და არასერიოზული უწოდა. "ამ შემთხვევაში მე ყველაზე უმადური ადამიანი გამოვდივარ",- განაცხადა სარკოზიმ. დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის პირველმა პირმა წინასაარჩევნო კამპანიისას კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო, საინფორმაციო სააგენტო "მედიააპარატმა" გამოაქვეყნა. დოკუმენტში ლიბიის ყოფილი ლიდერის შვილის- სეიფ ალ ისლამის სახელიც იყო ნახსენები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები