0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების აღნიშვნა სანქცირებული აქციის დაშლით დაიწყო

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დაშლა სამართალდამცავებმა, პუშკინის მოედანზე, სანქცირებული დროის ამოწურვამდე დაიწყეს. პოლიციამ და სამხედროებმა მოსკოვის ცენტრი ალყაში მოაქციეს და აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყეს. ისინი მომიტინგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. დაკავებულთა რაოდენობამ მხოლოდ მოსკოვში 300-ს მიაღწია. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის სხვა ქალაქებში დაპატიმრებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. პუშკინის მოედანზე, შეტაკების დროს, მოქალაქეებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებიც დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. აქციის დაშლამდე, ოპოზიციის წევრები საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოდიოდნენ. ოპოზიციონერმა ილია იაშინმა პუტინის ცრემლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არა გამარჯვების, არამედ შიშის ცრემლებია. მოსკოვის გარდა, პუტინის მოწინააღმდეგეთა აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშიც იმართებოდა. მომიტინგეთა მთავარი ლოზუნგი იყო - რუსეთი პუტინის გარეშე. რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ პროხოროვმა, მიტინგზე პირობა დადო, რომ იბრძოლებს თავისუფალი ქვეყნისთვის, სადაც ადამიანები ხმას არა შიშის, არამედ საკუთარი არჩევანისა და ღირსების შესაბამისად მისცემენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები