0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროხოროვის შტაბმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ პროხოროვის, შტაბმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა დააფიქსირა. "ეხო მასკვის" ინფორმაციით, ამის შესახებ თავად პროხოროვმა განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ შტაბი თითოეული დარღვევის ფაქტს განიხილავს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართა. 63.81%-ით ვლადიმერ პუტინი პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის პრემიერს არჩევნებზე მხარი 44, 9 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 99.07%. გენადი ზიუგანოვმა მიიღო - 17,19%, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ – 6,23 %, მიხეილ პროხოროვმა - 7,78%, ხოლო სერგეი მირონოვმა 3,84%.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები