მსოფლიო
ანგელა მერკელს ლუდი გადაასხეს
2012-02-28 16:50:08
ჩამოტვირთვა
კურიოზული შემთხვევა ქალაქ დემინში მოხდა, როცა ანგელა მერკელი თავისი პარტიის მომხრეებს ხვდებოდა:
ოფიციანტს, რომელიც სასმელებს არიგებდა, ვიღაცამ უბიძგა, მან წონასწორობა დაკარგა და ლუდით სავსე სამი კათხა პირდაპირ გერმანიის კანცლერის ზურგზე გადაპირქვავდა.
მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ კანცლერი მომხდარმა შოკში ჩააგდო.
მერკელმა გერმანული თავშეკავებულობა გამოავლინა: იღიმებოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მოგვიანებით კი წამოდგა და, ისე რომ ტანსაცმელი არც გამოუცვლია, დამსწრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ტრიბუნასთან მივიდა.
კომენტარები