0 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობაში უმაროვი ფიგურირებს

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის აღკვეთილი მცდელობის საქმეში დოკუ უმაროვის სახელი ფიგურირებს. ამის შესახებ რუსეთის ტელევიზიის "პირველი არხი" იუწყება. "პირველი არხის" ინფორმაციით, ოდესაში ერთ-ერთ სახლში 4 იანვარს აფეთქება მოხდა. თავდაპირველად მეხანძრეებს საყოფაცხოვრები გაზის აფეთქება ეგონათ. თუმცა, ორი დღის შემდეგ, 6 იანვარს უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში შეტყობინება გააგზავნეს. აფეთქების შედეგად, ბინის დამქირავებელი, რუსლან მადაევი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ილია პიანზინი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს, რადგან ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტები იპოვეს. პირველი არხის ინფორმაციით, დაკითხვისას პიანზინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არაბეთის საემიროებიდან თურქეთის გავლით ჩავიდნენ და მათ დოკუ უმაროვის წარმომადგენლების ზუსტი ინსტრუქციები ჰქონდათ. სპეცრაზმმა მოგვიანებით მესამე პირი დააკავა, რომელიც ხანძრისას მიიმალა. სპეცოპერაცის შედეგად დაკავებულ ადამ ოსმაევზე 2007 წლიდან საერთაშოროს ძებნა იყო გამოცხადებული. იგი უკრაინულ გამოძიებასთან თანამშრომლობს იმ იმედით, რომ ეს რუსეთში ექსტრადიციის თავიდან აცილებაში დაეხმარება. "საბოლოო მიზანი იყო მოსკოვში ჩასვლა და პრემიერ პუტინზე თავდასხმის მცდელობა", - განაცხადა ოსმაევმა. პირველი არხის ინფორმაციით, ოსმაევი ლონდონში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და სწორედ ის იყო ტერორისტებისა და ინსტრუქტორის დამაკავშირებელი. ოსმაევს უნდა მოემზადებინა ისინი პიანზინი და მადაევი და მოსკოვში გაემგზავრებინა. მომზადების გეგმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა ოსმაევის ნოუთ-ბუქში იპოვეს. იქვე აღმოჩნდა პუტინის კორტეჟის გადაადგილების ვიდეოკადრები. დეტონატორის და პლასტიტის ნაწილი მოსკოვში წინასწარ იყო შეტანილი იმ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან ერთად, რომელიც მანქანაში იყო ჩადებული. მანქანა უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 2007 წლის მაისში განაღმეს. ოსმაევმა აღიარა, რომ ტერქტის მომზადება უკვე მთავრდებოდა. "დედლაინი" საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო", - განაცხადა მან დაკითხვაზე. რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები საქმის გამოძიებას აგრძელებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები