1 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ოსკარის" ცერემონიისთვის ახალი კოქტეილების სერია შეიქმნა

ჩამოტვირთვა

კინოპრემია "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით, ლოს-ანჯელესის ყველაზე პრესტიჟული სასტუმროების წამყვანმა ბარმენებმა ნომინანტების პატივსაცემად ახალი კოქტეილების მთელი სერია შექმნეს. ახალი კოქტეილები რამდენიმე სხვადასხვა სითხისა და ალკოჰოლური სასმელის ნაზავია. სიახლე სიმბოლურად განასახიერებს განახლების ეტაპს ჰოლივუდში, სადაც "ოსკარის" გადაცემის შემდეგ ახალი კერპები გაჩნდება. მათ კი, ვინც კინოსამყაროში ამ უმაღლესი ჯილდოს მიღებას ვერ შეძლებს, კოქტეილები მარცხით გამოწვეული მწუხარების გაქარწყლებაში დაეხმარება. ერთ-ერთი კოქტეილი, სახელწოდებით "დუმილი - ოქროა" ფილმ "არტისტის" შემოქმედებით კოლექტივს ეძღვნება, რომელსაც რეჟისორი, მიშელ ჰაზანავიჩი ხელმძღვანელობს. ეს მუნჯი და შავ-თეთრი ფილმი სეზონის ფავორიტია და ყველაზე ბევრ - 11 ნომინაციაშია წარდგენილი. "დუმილი - ოქროა" ლიმნის წვენისა და არყის, "ოქროს კარლსონისგან" შედგება, რომელსაც მსუბუქ სიროფსა და სოდიან წყალს უმატებენ. ეს რეცეპტი, სახელწოდებასთან ერთად "ბევერლი-ჰილზის" ბარმენებმა მოიფიქრეს - სასტუმრო წელს მე-100 იუბილეს აღნიშნავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები